კომენტარი პოპულარულ თემაზე
იაპონიაში 11 მარტს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას და ცუნამს მოჰყვა რიგი აფეთქებები ფუკუშიმა 1–ის ატომურ ელექტროსადგურზე და რადიაქტიური ნივთიერებების გაჟონვა ატმოსფეროში. საქართველოში ამის თაობაზე დაბეჭდილი სტატიების უმეტესობა სპეკულირებს იდეით, რომ რადიაციის “მოღწევა” საქართველომდე “პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ თეორიულად დასაშვებია.” თუმცა რა აძლევთ შესაძლებლობას ამ სტატიების ავტორებს გამოიტანონ ეს დასკვნები გაუგებარია.